Thursday, September 8, 2016

დღევანდელი პროექტის თემა ..შეფასების სტრატეგიები..მოსწავლეების წინარე ცოდნის შეფასების ფორმის შედგენა,,შეფასების სხვადასხვა მეთოდები...

Sunday, July 10, 2016

ინგლისური ენის მნიშვნელობა


პროექტის სახელწოდება
ინგლისური ენის როგორც საერთაშორისო ენის მნიშვნელობა
პროექტის მთავარი იდეა
პროექტი ითვალისწინებს ინგლისური ენის სწავლებლის აუცილებლობას
პროექტის აქტუალობა
21 -ე საუკუნეში განსაკუთრებულად აქტუალურია ინგლისური ენის შესწავლა ,,რადგან ეს უცხო ენა აღიარებული თითქმის საერთაშორისო ენად და მისი სწავლება და გამოყენება აუცილებელ პირობას წარმოადგენს ნებისმიერ კერძო თუ საჯარო სამსახურში
პროექტის მიზენები

Friday, July 1, 2016

we use these every day



გაკვეთილის მთავარი თემა
We use these every day
სწავლების საფეხური
საბაზო საფეხური..მე 5 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
18 მოსწავლე
გაკვეთილის მნიშვნელობა~აქტუალობა
მოსწავლე შეძლებს ამ ინფორმაციით გაიგოს უძველესი ჩინური გამოგონების შესახებ
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
უძველესი ჩინური კულტურის გამოყენება
ლექსიკური მარაგის შევსება
ახალი ნასწავლი სიტყვებით წინადადების აგება
წინასწარი ცოდნა
მოსწავლემ იცის ნაწილობრივ ახალი სიტყვის წაკითხვის წესი
შეფასების საგანი პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის საშუალებით
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
აუდიო,posters  ,flash card. მარკერი, დაფა, პროექტოერი,,,კომპიუტერი,,სახელმძგვანელო
გაკვეთილის მსვლელობა
საორგანიზციო საკითხები-2 წთ
A ფაზა
მასწავლებელი წინარე ცოდნის გამოყენებით სვამს კითხვებს განვლილი მასალის შესახებ გრამატიკულ ნაწილში და ლექსიკაში და ამ გამოკითხვით ამოწმებს მოსწავლეების ცოდნასა და აქტიურობას რაც ძალიან მნიშვნელოვანია მომდევნო მასალის მიწოდებისთვის ,,,მომდევნო გრამატიკული მასალა აგებულია წინა გრამატიკულ მასალაზე და აუცილებელია მოსწავლე ფლობდეს იმ გრამატიკულ მასალას რომელზეც უნდა მოხდეს ახალი მასალის დაშენება ,აგრეთვე მნიშვნელოვანია სიტყვების მარაგის შევსება და მათი როგორც წერით ასევე ზეპირი ცოდნა რაც ხესლ უწყობს ლექსიკის განვითარებას ,,
B ფაზა (რეალიზაცია)20 წთ
მასწავლებელი კლასს აწვდის ზოგად ინფორმაციას ახალი გაკვეთილის შესახებ და მათ უწერს დაფაზე ამ გაკვეთილიდან გამომდინარე სიტყვებს ინგლისურად და   სთხოვს მოსწავლეებს მათთვის ნაცნობ სიტყვებს მიუწერონ შესაბამისი ქართული განმარტება და ცდილობს მოსწავლეები აქტიურად ჩართოს ამ კონკრეტულ დამოუკიდებელ სამუშაოში.
შესრულებული დავალების შემდეგ ,მასწავლებელი წერს დაფაზე სიტყვებს ინგლისურად თავისივე ქართული განმარტებებით და 3_ ჯერ ან 4 _ჯერ თითოეულ სიტყვას წაიკითხავს ,შემდეგ ამავე სიტყვებს წააკითხებს მოსწავლეებს და წაშლის სიტყვებს დაფიდან,ამის შემდეგ მასწავლებელი ყოფს კლასს 4 ჯგუფად და წინასწარ მომზადებულ ფურცლებს დაურიგებს მოსწავლეებს სადაც წერია ახალი ნასწავლი სიტყვები თავისივე ინგლისური განმარტებით არეულად. და დაავალებს მოსწავლეებს ,რომ ეს სიტყვები შეუსაბამონ ერთმანეთს და ახალი სიტყვების გამოყენებით შექმნან მარტივი ინგლისური წინადადებები.
C ფაზა(გამთლიანება)8 წთ.
დავალების შესრულების შემდეგ მასწავლებელი აწყობს დებრიფინგს ,,,რა ვისწავლეთ და რა გავიგეთ ახალი გაკვეთილიდან და როგორ შეგვიძლია მიღებული ინფორმაცია გამოვიყენოთ პრაქტიკულად ,,დასასრულს მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს წინასწარ    შემუშავებული შეფასების რუბრიკით,,,,
მ ა დ ლ ო ბ თ    ყ უ რა დ ღ ე ბ ი ს თ ვ ი ს.